საფრანგეთის ერონული ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მეკარე საფრანგეთის შემადგენლობაში 2008 წლიდან გამოდის, მის ანგარიშზე 145 შეხვედრაა, საიდანაც 121 შემთხვევაში ის მინდორზე კაპიტნის სამკაურით გამოვიდა. მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი ჩატარებული შეხვედრით.
ლორისის განცხადებით სურს მაშინ წავიდეს, როდესაც ის ყველაზე მაღალ დონეზეა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს უგომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა 2020-2021 წლის სეზონში ერთა ლიგა მოიგო, ხოლო 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.