33 წლის უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ბეილმა ამის შესახებ გულშემატკივარს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოქვეყნებული განცხადებით ამცნო.
გარეთმა თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი საუცხოო მომენტი აჩუქა გულშემატკივარს, რითაც მან ნამდვილად დაამახსოვრა საფეხბურთო სამყაროს, მის კარიერაში აღმასვლა ლონდონის ტოტენჰემიდან დაიწყო, რომელიც რამდენიმე გამორჩეული სეზონის შემდეგ დატოვა და მადრიდის რეალში გადაბარგდა, სადაც მან ჩემპიონთა ლიგის მოგება 5 ჯერ მოახერხა, იმ დროს, როდესაც ბეილს ტრავმები არ აწუხებდა მადრიდელთათვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მან ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მოახერხა საკმაოდ მნიშვნელვანი გოლების გატანა და ზოგადად დიდი წვლილი მიუძღვის რეალის წარმატებაში. ასევე მისი გამოსვლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო უელსის ნაკრებში, სადაც მან 111 შეხვედრა ჩაატარა, გახდა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალში და დაეხმარა უელს 1958 წლის შემდეგ პირველად ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე.
„დაუჯერებლად ბედნიერი ვარ, რომ ავიხდინე ოცნება და ვითამაშე სპორტის ის სახეობა, რომელიც მიყვარს, მან ცხოვრების რამდენიმე გასაოცარი მოგონება მომანიჭა. 17 სეზონის შემდეგ, შეუძლებელია ეს განმეორდეს, არ აქვს მნიშვნელობა რას მიმზადებს მომავალში ცხოვრება“, - განაცხადა გარეთ ბეილმა.