ბათუმში თავისუფალი სტილით ჭიდაობის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 9 იანვარს 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონები. 57 კილოგრამში ჩემპიონობა ყვარელის წარმომადგენელ რობერტ დინგაშვილს დარჩა, 65 კილოგრამში ედემი ბოლქვაძემ მოიპოვა ოქროს მედალი, 74 გილოგრამში გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობმა ავთანდილ კენჭაძემ ჩემპიონობა კიდევ ერთხელ იზეიმა, 86 კილოგრამში პირველობა მოიპოვა ტარიელ გაფრინდაშვილმა, ხოლო 97 კილოგრამში გივი მაჭარაშვილს.
დღეს, 10 იანვარს ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართება, სადაც კიდევ 5 წონით კატეგორიაში გაიმართება ფინალური შეხვედრები. 61 კილოგრამში ერთმენთს შოთა ფარტენაძე და დავით აბდლაძე შეხვდებიან, 70 კილოგრამში ნიკოლოზ ბუშელაშვილი და გიორგი ელბაქიძე, 79 კილოში იჭიდავებენ ევსემი შველიძე და ვლადიმერ გამყრელიძე, 92 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გავმოლენ ანდრო მარგშვილი და მირიან მაუსურაძე, ხოლო მძიმე წონაში ტატამზე ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი სოლომონ მანაშვილის წინააღმდეგ შეეცდება კარიერაში კიდევ ერთ ოქროს მედლის მოპოვებას.