ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრძოლა დონბასის გათავისუფლებისთვის გრძელდება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრძოლა დონბასის გათავისუფლებისთვის გრძელდება

2023-01-10 10:01:56+04:00

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება, ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი კი მთელი დონბასის გათავისუფლება იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მებრძოლებს, რომლებიც მედგრად იცავენ ბახმუტს და მებრძოლებს, რომლებიც საოკუპაციო ძლების სულ უფრო სასტიკ იერიშებს უძლებენ სოლედარში.