ინდონეზიის კუნძულ ტანიმბასში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურების შედეგად კუნძულზე რამდენიმე შენობა დაინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ექსპერტებმა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის საშიშროება გამორიცხეს.