ბრაზილიის იუსტიციისა და უშიშროების მინისტრის, ფლავიო დინოს განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1500-ს აღწევს, მას შემდეგ რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.
მისივე თქმით, მთავრობა მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ მოქალაქეებისგან უკვე მიიღეს 13 000 ელექტრონული წერილი.
შეგახსენებთ, კვირას, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ექს-პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრა.