ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უკრაინის „კრიზისის“ საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა.
ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ უკრაინის „კრიზისთან“ დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცინ განმა უკრაინაში „კრიზისის“ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ცინ განმა და სერგეი ლავროვმა აღნიშნეს, რომ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების გლობალურ საქმეებში ჰეგემონიის დამყარების პოლიტიკა.