რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - Palitra News

რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

2023-01-10 09:25:43+04:00

რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, ცნობილია მინიმუმ ერთი დაღუპულის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი. ჭურვი პირდაპირ საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ტიმოშენკო „ტელეგრამზე“.