დიდი ბრიტანეთს პრინცი ჰარი თავის მემუარებში ძმის, უელსის პრინც უილიამის მიერ ფიზიკურ თავდასხმას აღწერს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს, რომელმაც ჯერ კიდევ არგამოცემული წიგნის ეკზეპლარი მოიპოვა.
გამოცემის ინფორმაციით, ძმებს შორის კამათი ჰარის ცოლის მეგან მარკლის შესახებ საუბარს მოჰყვა. ინციდენტი ლონდონში, ჰარის სახლში 2019 წელს მოხდა. მისი თქმით, უილიამი მეგანის შესახებ ბრიტანულ ტაბლოიდებში გაჟღერებულ ნარატივს იმეორებდა და რძალს „რთული და უხეში“ უწოდა.
„საყელოში მტაცა ხელი, ყელსაბამი გამიწყვიტა და იატაკზე დამაგდო. ძაღლის ჯამზე დავეცი, რომელიც გატყდა. ნატეხები ზურგში შემერჭო. გაოცებული ვიწექი, შემდეგ ავდექი და ვუთხარი გათრეულიყო“, - წერს ჰარი.
ჰარის მემუარები, სახელწოდებით „სათადარიგო“ სამშაბათს გამოვა.