გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის, რუსეთის დამპყრობელ ძალებთან საბრძოლველად, ბრიტანული ტანკების Challenger 2 -ის მიწოდებას განიხილავს.
ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.
მედიასაშუალებას სანდო წყარომ აცნობა, რომ ბრიტანული არმიის საბრძოლო ტანკის Challenger 2-ის მიწოდების შესახებ ოფიციალურ ლონდონსა და კიევს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს.