პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი - დემენციის მქონე ადამიანს მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს, არა თუ სხვადასხვა ენაზე - დემენცია ნიშნავს, ჭკუასუსტობას და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის სააკაშვილი ჭკუასუსტი - Palitra News

პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი - დემენციის მქონე ადამიანს მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს, არა თუ სხვადასხვა ენაზე - დემენცია ნიშნავს, ჭკუასუსტობას და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის სააკაშვილი ჭკუასუსტი

2023-01-09 19:50:59+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მორიგი პროცესი 11 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში გამართვასთან დაკავშრიებით. თავად ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო. დღეს ასევე დაიკითხა ამერიკელი ექსპერტი, ნევრლოგი ემანუელ ლახანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე საუბრობდა რომლებიც ექსპრეზიდენტს ჩაუტარდა. ლახანის თქმით სააკაშვილი მისი დაავადებებიდან გამომდინარე სასჯელის მოხდას ვერ შეძლებს ამიტომ ის სამკურნალოდ უცხოეთში უნდა გადაიყვანონ. პროცესის დასრულების შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ის რიგ საკითხებში ამერიკელ ექსპერტს უნდობლობას უცხადებს კონკრეტულად კი დემენციის ნაწილში გაკეთებულ შეფასებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა სასამართლო პროცესსზე.