რუსეთი, რომელიც საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორია, მარცვლეულის ექსპორტს ისევ აძვირებს. კერძოდ, გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე მიმდინარე 4 160 რუბლიდან 4,766 რუბლამდე, ანუ 57 დოლარიდან 65 დოლარამდე გაიზრდება. საექსპორტო გადასახადი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 14,5%-ით მოიმატებს.შეგახსენებთ, რომ რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, რაც ქვეყნებს მის იმპორტს უძვირებს. შესაბამისად, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველოც ცდილობს, რომ მარაგები ფქვილით შეავსოს, ამ უკანასკნელზე კი საექსპორტო გადასახადი რუსეთს დღემდე დაწესებული არ აქვს. სწორედ რუსული აგრო-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზეზია ის, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი მცირდება, ფქვილის კი იზრდება.
უფრო კონკრეტულად კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად, თითქმის 56%-ით შემცირდა. 2022 იანვარ - ნოემბერში საქართველომ 55 მლნ 400 ათასი აშშ დოლარის 156 ტონა ხორბალი შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში თითქმის 89 მლნ დოლარის 353 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.
როგორ აისახება საქართველოში ხორბლის ფასზე რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის გაძვირება, ხომ არ არის მოსალოდნელი პურ-პროდუქტების გაძვირება და ზოგადად, რა რისკები არსებობს? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა