სარემონტო მასალების დაახლოებით 82% და საოჯახო ტექნიკის 95%-ზე მეტი იმპორტზეა დამოკიდებული. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა მცირეა სარემონტო მასალების, ავეჯის და საოჯახო ტექნიკის წარმოება. მათი ძირითადი ნაწილი იმპორტზეა დამოკიდებული.
კერძოდ, საოჯახო ტექნიკის შემთხვევაში ადგილობრივად წარმოების მაჩვენებელი მხოლოდ 4.8%-ია. სამშენებლო მასალების 67%-ზე მეტი კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის