„გადავარჩინოთ მიშა" - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, სრულიად უაზრო და უცნაურია საუბარი, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია დაცლილი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისგან.
„რუსული რეჟიმი გვყავს დასამარცხებელი და რაც უფრო აქტიური იქნება ქუჩის პროტესტი, მით უფრო შეაწუხებს ეს ბიძინა ივანიშვილს და დიდი შანსია, რომ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი”, - აცხადებს გიორგი მუმლაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.