უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერი, სერჰი ჩერევატი, აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კრამატორსკში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
”ეს არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ოპერაცია,” - განაცხადა ჩერევატიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, მათ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. რუსული მხარის მტკიცებით, მათი იერიში შურისძიება იყო მაკიივკაზე უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელსაც უკრაინული მხარის თანახმად, 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.