წლის პირველ კვირაში ფრონტზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ბახმუტი, მიუხედავად ყველაფრისა, წინააღმდეგობა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი განადგურებულია რუსული დარტყმებით, ჩვენი მეომრები იგერიებენ იქ რუსული შეტევის მუდმივ მცდელობებს. სოლედარი დგას, მიუხედავად იმისა, რომ იქ კიდევ უფრო მეტი ნგრევა და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ადგილი ფრონტის ხაზზე.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ გათავისუფლებულ ტყვეებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მიმდინარე წელს ტყვეების გაცვლის პირველი შემთხვევა იყო.
„რუსული ტყვეობიდან ჩვენი მეომრების წლის პირველი გათავისუფლება რუსული ტყვეობიდან დღეს მოხდა. სახლში 50 უკრაინელი დაბრუნდა : 33 ოფიცერი, 17 კი - რიგითი და სერჟანტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხოლოდ უკრაინის გაძლიერება, მხოლოდ უკრაინის წარმატებები, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მხოლოდ ყველა უკრაინელის რუსული ტყვეობიდან დაბრუნება არის მშვიდობის გარანტია.