თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.