თერჯოლის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

2023-01-08 15:29:30+04:00

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

არსებული ცნობით, მკვლელობა სანადირო თოფიდან განხორციელდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო