საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბენდ Okean Elzy-ის სოლისტის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. უკრაინელი მუსიკოსი და პოლიტიკოსი პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს ჯანმრთელობას, ფიზიკურ და სულიერ ძალას უსურვებს. „მე არ ვამბობ „გამაგრდით“, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან - წერს ვაკარჩუკი.