გერმანიის პოლიციამ ჩრდილოეთ მხარეში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე დააკავა . სამართალდამცველების განცხადებით, 32 წლის ირანელმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. როგორც გერმანიის პოლიცია იუწყება, მათ საქმის მასალები ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას მოიპოვეს. საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა სამართალდამცავმა უწყებამ დამატებითი დეტალების მოწოდებისგან თავი შეიკავა. მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება.