ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს ბორტზე მგზავრის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ ეკიპაჟმა ყველაფერი სცადა მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად. ავიაკომპანია რეისის მგზავრებს ფრენის გადადების გამო ბოდიშს უხდის. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. ამის მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობა გახდა. აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება თვითმფრინავი უკან დაებრუნებინა, თუმცა მგზავრის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.