რუსეთმა შავი და აზოვის ზღვებიდან ის საბრძოლო ხომალდები გაიყვანა, რომლებსაც „კალიბრის“ რაკეტების გაშვება შეუძლია, - ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზოვის ზღვაში რუსეთს მხოლოდ ორი არასარაკეტო ხომალდი ჰყავს განთავსებული, შავ ზღვაში კი რუსეთს ამჟამად დიდი საბრძოლო ხომალდები არ ჰყავს განლაგებული.
პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის ხმელთაშუა ზღვაში რუსეთს დიდი საბრძოლო ჯგუფი ჰყავს, რომელიც მოიცავს 9 ხომალდს და 72 რაკეტას მოიცავს.