მექსიკაში ცნობილ ნარკობარონ, „ელ ჩაპოს“ შვილის, გუსმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

მექსიკაში ცნობილ ნარკობარონ, „ელ ჩაპოს“ შვილის, გუსმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა

2023-01-07 15:49:05+04:00

მექსიკაში ცნობილ ნარკობარონ, „ელ ჩაპოს“ შვილის, გუსმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო, 19 კი ნარკოკარტელის წევრია. პოლიციამ თავად გუსმან-ლოპესის დაკავება შეძლო. როგორც ცნობილია, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობაში იდება.