ნიუ-იორკში, საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს. ცნობილი ხდება, რომ ლევან გალდავა, მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალდავა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.