თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დღეს ტრადიციული ალილო იმართება. შობის მახარობლები დედაქალაქის ქუჩებში ბავშვთა და მოხუცთა სახლებისთვის ნობათს აგროვებენ. მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდება.