უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 20 დარტყმა განახორციელეს. გენერალური შტაბის განმარტებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის სრულად აღების მცდელობებზე. რუსული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით.