სამედიცინო დაწესებულებებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განაცხადა . ეს არის დავადება რომელიც გადადის ჰაერწვეთოვანი გზით . დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება და გამონაყრის განვითარება კანზე . პედაიტრის განმარტებით ვირუსის შეჭრის შემდეგ, გამონაყარის განვითარებამდე, 2 დღით ადრე შეიძლება ინფიცირებული გადამდები იყოს. ინკუბაციური პერიოდი 1-დან 3 კვირამდეა, ის ტემპერატურის მატებით გამოვლინდება ხოლმე, ასევე, შეიძლება იყოს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა და გამონაყარი. თამარ ობგაიძის თქმით აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მეორადად ბაქტერიული ინფექციის შეჭრა და დაინფიცირება.