რუსეთი უკრაინას დააბრალებს ტერაქტებს, რომლებსაც საშობაოდ გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, საშობაოდ რუსები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერაქტების ორგანიზებას გეგმავენ, რათა შემდგომ ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.
“მათ ტაძრების ეზოებში ტერაქტების ორგანიზება სურთ, სადაც ბევრი ხალხი იქნება, და ამაში უკრაინული ხელისუფლების, უკრაინული არმიის დადანაშაულება. ჩვენ გვესმის ეს, ამიტომ პრევენციულად ვმოქმედებთ. ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს და ვუხსნით მტრის მხრიდან ასეთი ქმედებების საშიშროებას. ოკუპანტის არცერთი სიტყვის არდაჯერება, შეძლებისდაგვარად, თავის შეკავება და ტაძრებში არწასვლა იქ, სადაც დაბომბვებია, რადგან ოკუპანტი ხალხს ტერორისტული შეტევების ობიექტად გამოიყენებს”, - თქვა ვერეშჩუკმა.
მისი თქმით, რუსი დამპყრობლების მორიგი ბოროტმოქმედების ჩადენის ზრახვები სადაზვერვო წყაროებიდან დადასტურდა. ვერეშჩუკმა უკრაინელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.