მექსიკის პოლიციამ და სამხედროებმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ ვაჟი, გუსმან-ლოპესი დააკავეს, რასაც არეულობა მოჰყვა. არეულობის შედეგად მოკლულია 7 პოლიციელი, 21 კი დაიჭრა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულია 8 ადამიანი, 3 კი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ქალაქში დაფიქსირდა მაროდიორობის 25 შემთხვევა, დაიწვა 250 ავტომობილი, რომლებსაც შემდეგ ბოროტმოქმედები ქუჩების ბლოკირებისთვის იყენებდნენ. არსებული ინფორმაციით, ნარკო კარტელის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს თვითმფრინავებს, რათა დაკავებულის ტრანსპორტირებისთვის შეეშალათ ხელი. სამართალდამცველებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს, გუსმან-ლოპესი გადაყვანილია მეხიკოში, საიდანაც, სავარაუდოდ, შტატებში მისი ექსტრადირება მოხდება.