მომღერალ უცნობის სიძის, გიორგი შარაშიძის უფლებადამცველი ამბობს რომ ამ ეტაპზე შარაშიძისთვის ბრალის წაყენების საფუძველი არ არსებობს. გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მომხდარის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ადვოკატმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ შარაშიძემ მერაბიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.