ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მათივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მონიტორინგი.
“პალიტრანიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, გორგასლის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთდაპირისპირება პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.