მაიკლ მაკფოლის გუშინდელ სტატიას ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან - Palitra News

მაიკლ მაკფოლის გუშინდელ სტატიას ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან

2023-01-06 15:17:17+04:00

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის გუშინდელ სტატიას სათაურით: „მსოფლიომ არ შეიძლება დაუშვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი“ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების ქმედებებით ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია ზიანდება. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის შეფასებით, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხელისუფლების სიტყვებს არ ენდობიან, სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მეტი კითხვა და ბრალდება ჩნდება.

ქართული ოცნების წევრის გია ვოლსკის მოსაზრებით კი მაკფოლი საკუთარი სტატიით მიხეილ სააკაშილს მოუწოდებს არ იმკურნალოს და არ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს.