აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 6-7 იანვარს ცეცხლის 36-საათიანი შეწყვეტის შესახებ გაცემული განკარგულება ცინიკურია.
„არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ამ ქმედებას და ეს არის სიტყვა ”ცინიკური“. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსები შეეცდებიან ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა დასვენებისთვის, გადაწყობისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა პრაისმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.