აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს. „ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს“, - განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც. მისი თქმით, ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული ვარიანტია მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის.