რომის ყოფილი პაპი ბენედიქტე XVI დაკრძალეს. სამგლოვიარო მესას კათოლიკური ეკლესიის მოქმედი წინამძღვარი, პაპი ფრანცისკე გაუძღვა. პაპ ბენედიქტეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკის კატაკომბში დაკრძალეს. ყოფილი პონტიფიკოსის დაკრძალვას მაღალი რანგის პირები, მათ შორის იტალიის, გერმანიის, პოლონეთისა და პორტუგალიის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ვატიკანის ცნობით, პაპის ხსოვნას პატივი დაახლოებით ორასი ათასმა ადამიანმა მიაგო. ბენედიქტ XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა.