სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა - Palitra News

სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

2023-01-05 20:30:40+04:00

სემეკის ცნობით, კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი მოქალაქეებს ჩამოეწერათ.

უწყების განცხადებით, სემეკ-ში 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება შევიდა და აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.