როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმა თუ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდება. პარტიის მიერ გუშინ გამართულმა აქციებმა სააკაშვილის მომხრეებში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მომხრეების ორად გაყოფის საფრთხეზე საუბრობს ხატია დეკანოიძეც. ქართული ოცნების განცხადებით კი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული აქციები არასერიოზულ სახეს იძენს.