„ვივამედი“ არ გასცემს რეკომენდაციას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სურვილის მიუხედავად, ის 9 იანვარს სასამართლო დარბაზში ვერ გამოცხადდება. ადვოკატის განმარტებით, პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა სასამართლო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. მისივე განმარტებით, მომდევო სხდომაზე ქართველი მედიკოსები დაიკითხებიან. ბოლო ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა დღეს გონება დაკარგა, ეკა ხერხეულიძის განმარტებით, ხვალ დილითვე სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდება.