პირდაპირ გეუბნებით, თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი, მე არ ვაპირებ, - ამის შესახებ მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება თავად დაიწყო.
„კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება... მე დავიწყე დაპირისპირება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.