რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს დაკრძალვის ცერემონია დაიწყო, ცერემონიას წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი ესწრება.
BBC-ის ინფორმაციით, მალევე დაწყება მესა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მოქმედი წინამძღვარი, პაპი ფრანცისკე გაუძღვება. ყოფილი პონტიფიკოსის დაკრძალვას მაღალი რანგის პირები, მათ შორის იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, ბელგიის მეფე ფილიპი და დედოფალი მატილდა, ასევე, ესპანეთის დედოფალი სოფია ესწრებიან. ბოლო 3 დღის განმავლობაში ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ბენედიქტეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ვატიკანის ცნობით, პაპის ხსოვნას პატივი დაახლოებით 200-მა ათასმა ადამიანმა მიაგო. ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა.