ნორვეგიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება - 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია 155 კალიბრიანი M109 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებიდან ცეცხლის გასახსნელად, რომელიც ნორვეგიამ მანამდე მიაწოდა უკრაინას.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას წელსაც გააგრძელებს.