ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადდა - შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადდა - შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს

2023-01-05 15:18:24+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა.

კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.