საქართველოს პატრიარქის 90 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით, გარკვეული ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს შეფასებები მოჰყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის გამცხადებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, შესაბამისად ის ვერ ხედავს პრობლემას რომ ვინმემ არ მიულოცოს ილია მეორეს 90 წლის იუბილე.
რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მათი განცხადებით საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სახის სექტა რომელიც პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებს.