"ვივამედი" სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს - Palitra News

"ვივამედი" სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს

2023-01-05 15:11:48+04:00

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით ვივამედის კლინიკის პოზიცია ცნობილია - დირექტორის ნინო ნადირაძის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემენ. საპასუხოდ, ადვოკატის განცხადებით, კონსტიტუციით პატიმარს უფლება აქვს სასამართლო დარბაზში გამოცხადდეს. ექსპრეზიდენტს ამის სურვილი აქვს.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.