სააკაშვილის შესახებ მაიკლ მაკფოლის განცხადებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა - Palitra News

სააკაშვილის შესახებ მაიკლ მაკფოლის განცხადებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა

2023-01-05 15:11:32+04:00

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა მიმართოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით.