უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ - Palitra News

უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ

2023-01-05 12:42:00+04:00

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას უკრაინაში მებრძოლი ქართველები სთხოვენ. მათი ნაწილი დღეს ათონელის რეზიდენციასთან მივა. ამბობენ რომ ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი ეროვნული სირცხვილია. მებრძოლები ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე წერილს დატოვებენ.