ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთი კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების რეალურზე ნაკლები შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არასათანადოდაა წარმოდგენილი ჰოსპიტალიზებული, რეანიმაციაში მყოფი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაცია.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყებების ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღემდე ქვეყანაში ვირუსს 5 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკას ბერვად აღემატება.