ესტონეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის პროცედურის დაწყებას გეგმავს - Palitra News

ესტონეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის პროცედურის დაწყებას გეგმავს

2023-01-05 12:11:01+04:00

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ურმას რეინსალუს განცხადებით, ოფიციალური ტალინი გეგმავს მექანიზმი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც დაყადაღებულ რუსულ ფინანსურ აქტივებს კიევს გადასცემს იმისთვის, რომ ის ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს. მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, მაგრამ კიევის სასარგებლოდ მათი გამოყენების პროცესი ჯერ არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი სამართლებრივი სქემის შემუშავება დაავალეს.

ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას სამართლებრივი სტრუქტურა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად.