პირველი იანვრიდან სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდა - Palitra News

პირველი იანვრიდან სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდა

2023-01-05 12:09:29+04:00

პირველი იანვრიდან სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდა.

ახალი რეგლამენტის თანახმად, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნები. სამუშაო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით.

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია.