2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. კერძოდ, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4 ლარითა და 40 თეთრით (თვეში მინიმუმ 792 ლარით) განისაზღვრა. მთავრობის განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე თვიდან შევა.